ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამ დროისთვის 3 018 უბნის მონაცემები გადათვალა - ხმების 97.011%.
გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ 54% აქვს.
უფრო კონკრეტულად: „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ - 10,8% (216 691 ხმა);
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 10.07% (201 937 ხმა);
„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 8,7% (174 921ხმა);
„გახარია საქართველოსთვის“ -7.72% (154 916 ხმა).