ოპოზიციური პარტიების ლიდერები სასტუმრო „ვინდჰემში“ იყვნენ შეკრებილი.
ცესკოს მიერ გამოქვეყნებული პირველადი წინასწარი შედეგების შემდეგ, სავარადუდ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები საზოგადოებას სამოქმედო გეგმას გააცნობენ.
მათი ინფორმაციით, ნახევარ საათში ბრიფინგი გაიმართება.
ცნობიათვის, ცესკოს პირველადი წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტის არჩევნებში „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ 53.028 %-ით ( 951 037 ხმა) ლიდერობს.
მეორე ადგილზეა „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, რომელმაც 11.185 % (200 604 ხმა)
„ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 9,852 % (176 700) მოიპოვა;
„ძლიერი საქართველოს - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 9,011 % (161 603 ხმა) აქვს;
„გახარია საქართველოსთვის“ - 8.224% (147 487);