სამეგრელოში, მე-9 საარჩევნო უბანზე ოპოზიციის ხმები ბათილად ცვნეს

სამეგრელოში, მე-9 საარჩევნო უბანზე ოპოზიციის ხმები ბათილად ცვნეს

26-10-2024, 23:39 - 2024
1 269
       

სამეგრელოში, მე-9 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრების მხრიდან, ოპოზიციის საარჩევნო ხმების გაბათილებას დაპირისპირება მოჰყვა.
 
ხმების გადათვლას არ ესწრებოდნენ ოპოზიციონერი დამკვირვებლები, რადგან ისინი უბნიდან გააძევეს.
 
მე-9 უბანზე ხმების დათვლის პროცესს კრიტიკული მედიის ჯგუფები ესწრებოდნენ. როგორც ჩვენი ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ყველა ბიულეტენი, რომელიც სავარაუდოდ ოპოზიციის ხმად უნდა ჩათვლილიყო, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების დაჟინებული მოთხოვნით ბათილად ცნეს.
 
აღნიშნულ უბანზე მთელი დღის განმავლობაში არაერთხელ მოხდა ფიზიკური დაპირისპირებაც.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები