საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა შეწყდა, 20:00 საათზე უბნები დაიხურა

საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა შეწყდა, 20:00 საათზე უბნები დაიხურა

26-10-2024, 20:10 - 2024
306
       

საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი დასრულდა. 

20:00 საათზე საარჩევნო უბნები დაიხურა. ახლა უკვე არჩევნების შედეგების დათვლა იწყება.

საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდა - პარლამენტის 150-ვე მანდატი პროპორციული წესით იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის განაწილდება, ვინც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს.

ასევე პირველად, ეს ელექტრონული არჩევნები იყო, სადაც ამომრჩეველთა დაახლოებით 90%-ს ხმის მიცემა ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით შეეძლო.

ცესკოს ინფორმაციით, 26 ოქტომრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენდა.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 18-მა საარჩევნო სუბიექტმა მიიღო მონაწილეობა. ამომრჩეველმა არჩევანი შემდეგ პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის გააკეთა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები