ბათუმის 37-ე საარჩევნო უბანზე ხმაურია | ადგილზე პოლიცია მივიდა

ბათუმის 37-ე საარჩევნო უბანზე ხმაურია | ადგილზე პოლიცია მივიდა

26-10-2024, 12:42 - 2024
217
       

ბათუმის 37-ე საარჩევნო უბანზე ხმაურია. ერთმანეთს ოპოზიციისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.
 
კერძოდ, საარჩევნო უბანზე მყოფი ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ შენიშნეს მიკროავტობუსი, სადაც მმართველი გუნდის მხარდამჭერები სიებით იმყოფებოდნენ და ამომრჩევლის მოსყიდვას თანხის სანაცვლოდ ცდილობდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
 
ადგილზე მყოფმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ფაქტი უარყვეს, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირმა ხოროიშვილი ამბობს, რომ მტკიცებულებები აქვთ.
 
ადგილზე სამართალდამცველების გამოძახება გახდა საჭირო.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები