კორონავირუსით ინფიცირებულმა პაციენტმა თვითმკვლელობა სცადა. ის „ვივამედში“ მკურნალობდა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, პატიმარმა სუიციდი გაწერის შემდეგ, საკარანტინე სივრცეში სცადა.
„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, მისი მდგომარეობა კრიტიკულია. ის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
„სუიციდის მოხდა 19-ში. პაციენტი ჩვენთან გადიოდა მკურნალობას კოვიდ დაავადების გამო. ჩაუტარდა მკურნალობის სრული კურსი და 12:00 საათზე პაციენტი გავწერეთ. ფაქტი მოხდა გაწერის შემდეგ საკარანტინე ზონაში. მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ არის საჯარო“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.