განათლების სამინისტროს განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების მიუხედავად, საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოქმედი წესები ძალაში რჩება.
უწყების ცნობით, ეს ყველა სკოლას, პროფესიულ სასწავლებელსა და უმაღლეს სასწავლებელს ეხება.
უწყებაში განმარტავენ, რომ კვლავ აგრძელებენ Covid-19-ზე სავალდებულო ტესტირებას - ორჯერადად აცრილი მასწავლებლები კორონავირუსზე ორ კვირაში ერთხელ PCR ტესტით მოწმდებიან, ერთჯერადად აცრილი ან აუცრელი მასწავლებლები კი – კვირაში ერთხელ სწრაფი ანტიგენ-ტესტით.
„უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით შემუშავებული კოვიდრეგულაციები ძალაში რჩება, მათ შორის, თერმოსკრინინგის, დეზობარიერებისა და სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება. ასევე, ძალაში რჩება პირბადეების ტარების წესი“, - აცხადებენ სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭომ კოვიდრეგულაციების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო. 1-ელი მარტიდან თერმოსკრინინგი და დეზობარიერები სავალდებულო აღარ იქნება.