ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის, „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართული ოცნება“ ხმების 60.2%-ს მიიღებდა.
სამთავრობო მედიის დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, პარტიული რეიტინგები ასე გადანაწილდა:
„ქართული ოცნება“ - 60.2%
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ - 15.4%
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ („ახალი-გირჩი მეტი თავისუფლებისთვის-დროა“) - 9.0%
„კოალიცია ძლიერი საქართველო“ („ლელო-მოქალაქები-ხალხისთვის-თავისუფლების მოედანი“) - 3.3 %
„გახარია საქართველოსთვის“ - 2.9%
„გირჩი“ - 2.8%
„ლეიბორისტული პარტია“ - 2.0%
„პატრიოტთა ალიანსი-ალტ ინფო“ - 1.9 %
სხვა პარტიები - 2.5 %
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით გორბმა საზოგადოებრივი აზრის კვლევა ქვეყნის მასშტაბით პირისპირი ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით ჩაატარა. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 12 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრის პერიოდში. ტელეკომპანიის ცნობით, გამოიკითხა 1704 ადამიანი და ცდომილების ზღვარი +/- 3 პროცენტია.