კამალა ჰარისი: ვფიქრობ, რომ დონალდ ტრამპი ფაშისტია

კამალა ჰარისი: ვფიქრობ, რომ დონალდ ტრამპი ფაშისტია

24-10-2024, 10:35 - 2024
791
       

„მიმაჩნია, რომ დონალდ ტრამპი არის არასტაბილური, სულ უფრო არასტაბილური და თანამდებობისთვის შეუფერებელი“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „დემოკრატიული“ პარტიიდან, კამალა ჰარისმა განაცხადა.
 
„ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ მასთან თეთრ სახლში, ყველა „რესპუბლიკელი“, სხვათა შორის, რომლებიც მსახურობდნენ მის ადმინისტრაციაში, მისი ყოფილი შტაბის უფროსი, მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, თავდაცვის ყოფილი მინისტრები და მისი ვიცე-პრეზიდენტი, ყველა საშიშს და შეუფერებელს უწოდებს მას. მათ ცალსახად განაცხადეს, რომ ის აბუჩად იგდებს შეერთებული შტატების კონსტიტუციას. მათ თქვეს, რომ ის აღარასოდეს უნდა იყოს შეერთებული შტატების პრეზიდენტი“, - აღნიშნა ჰარისმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები