თბილისი პარალიზებულია, დაკეტეს კაფე-ბარები და რესტორნები

თბილისი პარალიზებულია, დაკეტეს კაფე-ბარები და რესტორნები

23-10-2024, 19:24 - 2024
499

მმართველი პარტია თბილისში წინასაარჩევნო შეკრებას აწყობს. აღნიშნული ღონისძიების გამო ქვეყნის დედაქალაქის ცენტრალური ქუჩები პარალიზებულია.
 
შეფერხებულია მოძრაობა ბარათაშვილის ხიდთან, თავისუფლების მოედანი,  რუსთაველის   გამზირი კი სრულადაა გადაკეტილი. დაკეტეს თავისუფლების მოედანზე მდებარე ყველა ობიექტი, კაფე-ბარები, რესტორნები და მაღაზიები. მაღაზიები დაკეტეს მიწისქვეშა გადასასვლელებშიც.
 
მმართველ პარტიას დასკვნით საარჩევნო შეხვედრაზე პარტაქტივი და საჯარო მოხელეები მიჰყავთ რეგიონებიდანაც. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნაწილს თანხასაც სთავაზობენ.

რეკლამა
რეკლამა
მსგავსი სიახლეები
რეკლამა