კარლ ჰარცელი: ჩვენ ყოველთვის დიდ ყურადღებას ვაქცევთ სააკაშვილის ჯანმრთელობას

კარლ ჰარცელი: ჩვენ ყოველთვის დიდ ყურადღებას ვაქცევთ სააკაშვილის ჯანმრთელობას

22-02-2022, 17:11 - 2022
614
       

„ჩვენ ყოველთვის დიდ ყურადღებას ვაქცევთ სააკაშვილის ჯანმრთელობას, ისევე როგორც მის, როგორც პატიმრის უფლებებს“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის იმ გზას გააგრძელებს, რომელსაც ამ დრომდე მიჰყვებოდა.

„ჩვენ ყოველთვის დიდ ყურადღებას ვაქცევთ ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. ისევე როგორც მის, როგორც პატიმრის უფლებებს. ასევე, მის უფლებას სამართლიანი სასამართლოს თაობაზე. ჩვენ გავაგრძელებთ ამ გზას, როგორც ეს პირველი დღიდან გავაკეთეთ“, - აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები