ორშაბათს მოლდოვის დროით 10:00 საათისთვის, ცენტრალური სარჩევნო კომისიის განცხადებით, არჩევნებზე აქტივობამ 1 546 757 ამომრჩეველი შეადგინა, რაც რეგისტრირებულის 51,04%-ია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით არჩევნები ვალიდურად შეფასდა.
10:00 საათისთვის დათვლილი იყო ხმების 98.6%, საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად, ამომრჩევლებს უნდა ეპასუხათ ემხრობიან თუ არა მათი ქვეყნის ევროპულ მომავალს.
საკონსტიტუციო რეფერენდუმის შედეგებით ევროინტეგრაციის მომხრე/მოწინააღმდეგეთა სხვაობა 4 711 ხმას შეადგენს პროევროპელების სასარგებლოდ. ევროინტეგრაციას მხარს უჭერს 50.18% წინააღმდეგია 49.82%.