მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუ ლიდერობს | დათვლილია ხმების თითქმის 40%

მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუ ლიდერობს | დათვლილია ხმების თითქმის 40%

21-10-2024, 01:47 - 2024
755
       

მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, მაია სანდუ ლიდერობს.
 
ამ დროის მონაცემებით, უცხოური მედიის ცნობით, დათვლილია ხმების თითქმის 40%. თუმცა, წინასწარ შედეგებზე დაყრდნობით, მედია ვარაუდობს, რომ დიდი ალბათობით, სანდუს პირველივე ტურში გამარჯვებისთვის ხმები არ ეყოფა და 3 ნოემბერს საპრეზიდენტი არჩევნების მეორე ტურის ჩატარება გახდება საჭირო.
 
გამოცემა „ალ ჯაზირა“ წერს, რომ ამ დროისთვის, სანდუს მთავარ კონკურენტს, ყოფილ გენერალურ პროკურორს, ალექსანდრე სტოლიანოგლოს, რომელსაც მხარს პრორუსი სოციალისტები უჭერენ, ხმების 30% აქვს.
 
რაც შეეხება საკონსტიტუციო რეფერენდუმს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით - წინასწარ შედეგებზე დაყრდნობით მედია წერს, რომ ბიულეტენების თითქმის 60%-ის დათვლის შედეგად, ამომრჩევლის დაახლოებით 55%-მა კითხვას, „ემხრობა თუ არა კონსტიტუციის შეცვლას მოლდოვის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით?“ უარყოფითი პასუხი გასცა.
 
მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 20 ოქტომბრის არჩევნებსა და რეფერენდუმზე ხმა 1 456 457-მა ამომრჩეველმა მისცა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები