სააკაშვილი თავად იღებს გადაწყვეტილებას, თუ უნდა იშიმშილოს და რამდენიც უნდა, იმდენი ჭამოს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ციხეში მყოფი მესამე პრეზიდენტის მიერ უვადო შიმშილობის გადაწყვეტილება პოლიტიკურ დღის წესრიგს ვერ შეცვლის.
„ეს მისი გადასაწყვეტია, თვითონ როგორც უნდა, ისე გადაწყვიტოს, ვერავინ შეუშლის ხელს ამაში და ვერავინ შეაჩერებს. ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება, თავად იღებს გადაწყვეტილებას, როგორ იმოქმედებს და რა გააკეთოს. რა პოლიტიკური დღის წესრიგი უნდა შეცვალოს, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს მისი გადაწყვეტილებაა, უნდა იშიმშილოს და რამდენიც უნდა, იმდენი ჭამოს, ვინ უშლის. მიხეილ სააკაშვილის ადეკვატურობაზე ნუ დამაწყებინებთ შეფასებების გაკეთებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.