რუსეთმა საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტის თხოვნით მიმართა

რუსეთმა საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტის თხოვნით მიმართა

16-10-2024, 14:23 - 2024
1 732
       

რუსული ენერგეტიკული კომპანია „ინტერ-რაო“ საგანგებო სიტუაციების დროს საქართველოდან და აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტის შესაძლებლობას განიხილავს.


ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია „ინტერ-რაოს“ მმართველი საბჭოს წევრზე, ალექსანდრა პანინაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩვენ ვთხოვეთ ორ ქვეყანას - აზერბაიჯანსა და საქართველოს მიწოდების შესაძლებლობა საგანგებო პერიოდებში. თითოეულს 300 მეგავატი“, - აღნიშნა ალექსანდრა პანინამ.

მისი თქმით, ჯერჯერობით არცერთ ქვეყანას არ უპასუხია.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები