ქართველმა ოლიგარქმა და მმართველი პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდი სპეცდანიშნულების რაზმითა და სნაიპერების თანმხლებით დატოვა.
პარტიის თავკაცმა დღეს ზუგდიდში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობას მიმართა.
სამეგრელოში ოლიგარქის ჩასვლამდე ქალაქის ცენტრი სრულად გადაკეტეს, ადგილზე იყო მობილიზებული კრიმინალური პოლიციის სრული შემადგენლობა, ხოლო შენობების სახურავებზე განლაგებული იყვენენ სნაიპერები.