სნაიპერები შენობების სახურავებზე, პარალიზებული ქუჩები, კინოლოგები და ჩაწერილი ტაში.
ზუგდიდში ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის დასახვედრად ემზადებიან.
ქალაქის მთავარ მოედანზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული, რამაც ადგილობრივ მოსახლეობას დისკომფორტი შეუქმნა.
ზუგდიდში უკვე ჩავიდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, თუმცა ისინი საოკუპაციო ხაზთან მისვლას არც ამჯერად აპირებენ.
მმართველი გუნდის წინასაარჩევნო ღონისძიება ზუგდიდში 20:00 საათზეა დაანონსებული.