გურიაში  „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“  წევრებს თავს დაესხნენ

გურიაში „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს თავს დაესხნენ

15-10-2024, 18:21 - 2024
1 381
       

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის წევრებს“ თავს დაესხნენ.

როგორც ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბრისას დავით მჟავანაძემ თქვა, ის და პარტიის წევრი თათია ნიკოლაშვილი მივიდნენ ერთ-ერთ ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც მათი ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ ხმების მობილიზებასთან დაკავშირებით აქტივისტებს კონკრეტულ სიებს აძლევდა.

დავით მჟავანაძის თქმით, ტერიტორიაზე გამოჩენისას და ვიდეო გადაღების დაწყებისთანავე, მმართველი გუნდის მხარდამჭერები მათ თავს დაესხნენ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები