ISFED: „ქართული ოცნების“ აქტივისტები ხმების სანაცვლოდ არიგებენ პროდუქტებს და ავრცელებენ დეზინფორმაციას

ISFED: „ქართული ოცნების“ აქტივისტები ხმების სანაცვლოდ არიგებენ პროდუქტებს და ავრცელებენ დეზინფორმაციას

15-10-2024, 15:29 - 2024
213

„სამართლიანი არჩევნები“ ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტები ამომრჩეველთა ნაწილს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დროებით მათთვის გადაცემას სთხოვენ; ასევე, კერძო დაწესებულებაში დასაქმებულ პირებს ავალებენ პარტიის სასარგებლოდ, სავარაუდო მხარდამჭერთა სიების შედგენას და მათთვის გადაცემას; ამომრჩეველთა ნაწილს ხმების სანაცვლოდ, ურიგებენ პროდუქტს, საწვავის ტალონებს ან სთავაზობენ მომსახურების გაწევას და ავრცელებენ ინფორმაციას, რომ არჩევნების დღეს გამოყენებული ელექტრონული აპარატების მეშვეობით ისინი გაიგებენ, თუ რომელ პარტიას მისცემს ხმას ესა თუ ის ამომრჩეველი.

რეკლამა
რეკლამა
მსგავსი სიახლეები
რეკლამა