ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეასთან დამაკავშირებელი გზები ააფეთქა

ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეასთან დამაკავშირებელი გზები ააფეთქა

15-10-2024, 15:05 - 2024
1 696
       

ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეასთან დამაკავშირებელი გზები ააფეთქა.  


როგორც სამხრეთ კორეის გენშტაბზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, საზღვართან მზადყოფნა გაძლიერებულია და ჩრდილო კორეის რეჟიმისგან სხვა ფორმის პროვოკაციებსაც ელოდებიან.

აფეთქებები ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებების შედეგად სამხრეთ კორეის სამხედროები არ დაშავებულან. 

მათ სადემარკაციო ხაზის სამხრეთით გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები