„კოალიცია ცვლილებისთვის“ პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.
პარტია კიდევ ერთხელ ადასტურებს შეთანხმების ერთგულებას.
„პრეზიდენტის დღევანდელი ინიციატივა სრულ შესაბამისობაშია „ქართულ ქარტიასთან“. ჩვენ ხელმოწერით დავადასტურეთ ჩვენი ერთგულება, სრულად შევასრულოთ ქარტიით გათვალისწინებული ყველა პუნქტი.
შესაბამისად, მხარს ვუჭერთ მის დღევანდელ ინიციატივას“, - ნათქვამია განცხადებაში.