14 წლის ბიჭს სასამართლომ 8 წლის გოგონას გაუპატიურების მცდელობისთვის 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

14 წლის ბიჭს სასამართლომ 8 წლის გოგონას გაუპატიურების მცდელობისთვის 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

13-10-2024, 00:45 - 2024
911
       

14 წლის არასრულწლოვანს 10 წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ასევე არასრულწლოვანის - 8 წლის ბავშვის გაუპატიურების გამო. 


ამბავი აპრილში სამეგრელოში მოხდა, სასამართლომ გადაწყვეტილება გუშინ გამოიტანა. 

იმიტომ რომ საქმე არასრულწლოვნებს ეხება ჩვენ არც რაიონსა და არც სოფელს არ ვასახელებთ. დამატებით მხოლოდ იმის თქვა შეგვიძლია რომ 8 წლის დაზარალებული საქართველოს მოქალაქე არ არის. მისი ოჯახი საცხოვრებლად ქვეყანაში 2 წელიწადზე მეტია რაც ჩამოვიდა. 

მცირეწლოვანი შვილის მონათხრობის მიხედვით დედა ამტკიცებს, რომ 14 წლის ბიჭმა 8 წლის გოგო საძინებელ ოთახში ძალის გამოყენებით შეიყვანა, ჩაკეტა და გარკვეული დროის განმავლობაში ფიზიკურად და სექსუალურად ძალადობდა.  

ამ ყველაფერს კი ისე აკეთებდა რომ მოზარდის ყვირილის ხმა ეზოში მყოფ ოჯახის წევრებს არ გაეგოთ. 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები