პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიები კონსულტაციებს დღესაც გააგრძელებენ

პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიები კონსულტაციებს დღესაც გააგრძელებენ

9-10-2024, 12:22 - 2024
689
       

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ე.წ. „ტექნიკური მთავრობის“ შემადგენლობასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით, ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები დღესაც გაგრძელდება.


დღეს, ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტთან შესახვედრად პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერები მივლენ.

ე.წ. ტექნიკური მთავრობის შემადგენლობასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით პრეზიდენტსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის კონსულტაციების პროცესი 7 ოქტომბერს დაიწყო.

პრეზიდენტს უკვე „კოალიცია ცვლილებისთვის“, "ძლიერი საქართველოსა", და "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები შეხვდნენ.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მას უკვე შერჩეული ჰყავს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, რომელსაც „საზოგადოების მაღალი ნდობა გააჩნია“.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები