პრეზიდენტი ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს განაგრძობს

პრეზიდენტი ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს განაგრძობს

8-10-2024, 14:54 - 2024
363
       

სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციურ გაერთიანებებთან დახურულ კონსულტაციებს განაგრძობს. 


დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სავარაუდოდ 2 საათზე კოალიცია „ძლიერი საქართველოსთვის“ ლიდერები მივლენ, ამის შემდეგ კი „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს ელოდებიან. 

ჯერჯერობით უცნობია როდის მივლენ პრეზიდენტთან გახარიას გუნდის წარმომადგენლები. 

კონსულტაციები ზურაბიშვილმა გუშინ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებთან შეხვედრით დაიწყო. 

მოლაპარაკებების მთავარი თემა იმ გარდამავალი მთავრობის ფორმირებაა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება „ქართული ქარტიით“ გათვალისწინებული პუნქტების შესრულებაზე. 


       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები