ამირან გამყრელიძე: ვირუსთან ერთად თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ

ამირან გამყრელიძე: ვირუსთან ერთად თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ
22-02-2022, 13:23 - 2022
489

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდვითარება დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს.

მისი თქმით, მოქალაქეებმა ვირუსთან ერთად თანაცხოვრება უნდა ისწავლონ.

„დამშვიდების საბაბს ეპიდვითარება არ გვაძლევს. უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, უნდა დავიცვათ ყველა რეკომენდაცია. მთავარია ორი - პირბადის ტარება და აცრა. განსაკუთრებით ბუსტერი, ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ბუსტერი იცავს ინფიცირებისა და გართულებებისგან. ჩვენ „ომიკრონის“ პირობებში გადავდივართ იმ ეტაპზე, როცა უფრო აქტიურად უნდა ვიყოთ და თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ ამ ვირუსთან ერთად“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა