მედია: კეზერაშვილმა „ენმ“-ს დაფინანსება შეუწყვიტა და პარტიას ჩამოშორდა

მედია: კეზერაშვილმა „ენმ“-ს დაფინანსება შეუწყვიტა და პარტიას ჩამოშორდა

3-10-2024, 22:02 - 2024
1 433
       

მთავარი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, მთავარი დამფინანსებელი გუნდს გაემიჯნა.

წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი პარტიის მიერ, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე წარდგენილი პარტიული სია გახდა, სადაც ვერ მოხვდნენ ის ადამიანები, რომლებიც დავით კეზერაშვილს სურდა.

წყაროს ინფორმაციით, კეზერაშვილის გამიჯვნის გამო, ამ დროისთვის პარტიაში ფინანსური კრიზისია. 

ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ პარტიული სიიდან გასვლა სურს რამდენიმე პირს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები