დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ პირბადის მაჩვენებელი გაიზრდება, ივნისისთვის საქართველოში ყოველდღიური ინფიცირების 1 000-ზე ნაკლები შემთხვევა დაფიქსირდება.
„თუ ჩვენ პირბადის მაჩვენებელს, რომელიც დღეს არის 60%, გავზრდით ამ მაჩვენებელს და სერიოზულად გავაძლიერებთ ბუსტერიზაციას, მაშინ იანვრისთვის პროგნოზია, რომ ჩვენ ჩამოვალთ 1 000 შემთხვევაზე დაბლა ყოველდღიური ახალი შემთხვევებით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.