ისრაელმა სირიის ქალაქ ჯაბლაში იარაღის საწყობი დაბომბა.
ამის შესახებ ინფორმაციას სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია ავრცელებს.
სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ცნობით, ისრაელმა იარაღის საწყობს დრონებისა და რაკეტების გამოყენებით დაარტყა.
დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული ორგანიზაციის ინფორმაციით, იარაღის საწყობი სირიაში, რუსეთის ხმეიმიმის ავიაბაზის მახლობლად მდებარეობს.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.