ევროპის მასშტაბით, სტოკჰოლმსა და კოპენჰაგენში ისრაელის საელჩოებზე თავდასხმები განხორციელდა.
შვედეთის პოლიციის ინფორმაციით, ესროლეს საელჩოს შენობას. უწყების პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და დაწყებულია გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში იარაღის გამოყენებით დანაშაულის, გარშემომყოფთათვის საფრთხის შექმნისა და უკანონო მუქარის ფაქტზე.
პოლიციას არავინ დაუკავებია, მაგრამ მათი თქმით, რაიონი სათვალთვალო კამერების მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშაა და პოლიცია აქტიურად აგროვებს და აანალიზებს მასალას.
კოპენჰაგენში კი ისრაელის საელჩოსთან ორი ხელყუმბარა აფეთქდა.
ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ მედიაში ვრცელდება.
როგორც ირკვევა, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, ხოლო პოლიციამ წინასწარი გამოძიება დაიწყო.
ისრაელში მიმდინარე მოვლენებსა და კოპენჰაგენში მომხდარს შორის ამ ეტაპზე კავშირი არ დგინდება.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.