პრეზიდენტის შვილი და ძმისშვილები ამომრჩეველთა ერთიანი სიიდან ამოიღეს

პრეზიდენტის შვილი და ძმისშვილები ამომრჩეველთა ერთიანი სიიდან ამოიღეს

30-09-2024, 14:23 - 2024
736
       

პრეზიდენტის შვილი და ძმისშვილები ამომრჩეველთა ერთიან სიაში არ არიან. 

ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს.

მათი ცნობით, პრეზიდენტის ქალიშვილმა ქეთევან გორჯესტანმა საკონსულო აღრიცხვა გაიარა 23 ივლისს, საკონსულოდან მიღებული აქვს დასტური, რომ იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე, თუმცა 27 სექტემბერს გადაამოწმა და ამომრჩეველთა ერთიან სიაში არ აღმოჩნდა.

ადმინისტრაციის ცნობით, ანალოგიურ სიტუაციაში არიან პრეზიდენტის ძმისშვილებიც.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები