„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროპული ბანკებიდან, კერძოდ კი შვეიცარიული ანგარიშებიდან საკუთარი ფინანსები სრულად გამოიტანა.
არსებული ინფორმაციით, კალაძემ ევროპული ანგარიშები სრულად დააცარიელა.
როგორც თბილისის მერი აცხადებს, აღარ ენდობა ევროპულ ბანკებს, რადგან მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი ევროპულმა ბანკებმა გაძარცვეს.
არსებობს ვარაუდები, რომ კალაძის ეს ქმედება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ სანქციებთან არის დაკავშირებული, რომელიც თბილისის მერსაც შეეხო.