გიორგი გახარია - ისტორია მეორდება

გიორგი გახარია - ისტორია მეორდება

22-02-2022, 12:37 - 2022
620
       

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია ვლადიმერ პუტინის მიერ ლუგანსკისა და დონეცკის „დამოუკიდებლობის“ აღიარებას „ტვიტერზე“ ეხმაურება.

როგორც ის წერს, ისტორია კვლავ მეორდება. გახარიას თქმით, რუსეთი უტევს ქვეყნებს, რომლებსაც დასავლური მისწრაფებები აქვთ.

„ისტორია მეორდება. რუსეთი უტევს ქვეყნებს, რომლებიც მისი გავლენისგან დამოუკიდებლობისკენ ისწრაფვიან და დასავლური მისწრაფებები აქვთ. 2008 საქართველო, 2022 უკრაინა. დასავლეთმა არ უნდა გაიმეოროს იგივე შეცდომები, როგორც 2008 წელს. მოკავშირეებმა უნდა იმოქმედონ ახლავე. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით”, - წერს გიორგი გახარია „ტვიტერზე“.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები