საკოორდინაციო საბჭომ ახალი გადაწყვეტილებები მიიღო

საკოორდინაციო საბჭომ ახალი გადაწყვეტილებები მიიღო

22-02-2022, 12:32 - 2022
5 020
       

საკოორდინაციო საბჭომ ახალი გადაწყვეტილებები მიიღო.

„როგორც მოგეხსენებათ 27 თებერვალს იმართება საერთაშორისო მატჩი საქართველოსა და რუსეთს შორის. მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დასაშვები იქნება მაყურებელთა 50% აღნიშნულ ღონისძიებაზე. საბჭომ იმსჯელა ეტაპობრივ შემსუბუქებაზე არსებული რეგულაციების და გადაწყვეტილება არის შემდეგი - 1-ელი მარტიდან საქართველოს საზღვარზე ყველა იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც აქამდე შეზღუდული იყო 67 ქვეყნით მხოლოდ შეძლებს შემოსვლას იმ შემთხვევაშიც კი თუ მას ექნება „პისიარ“ ტესტი. შესაბამისად, უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოში შემოდის ორი პირობით, ერთი არის ვაქცინაცია და მეორე იქნება „პისიარ“ ტესტის პასუხი. 

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ისინიც შემოდიან ან ტესტის  ან ვაქიცნირბეულები და თუ არც ერთ და არც მეორე არ აქვთ, მათ ჰქონდა ვალდებულაბა 8 დღიან იზოლაციაში გადადიოდნენ, მიღებული გადაწყვეილებით იზოლაცია მცირდება 5დღემდე. საქართველოს მოქალაქე როდესაც შემოდის ქვეყანაში თუ მას აქვს პისიარ ტესტი მას ეხსნება ასევე მესამე დღეს პისიარის გაკეთების ვალდებულება. გაუქმდება ის აპლიკაციები, რომელიც საჭირო იყო ზემოთ ჩამოთვლილი 67 ქვეყნიდან თუ არ შემოდიოდა პიროვნება იმისთვის, რომ ქვეყანაში შემოსვლის უფლება მისცემოდა, ეს არის ბიზნეს აპლიკაცია, იმუშავე საქართველოდან და სტუდენტური აპლიკაცია.

რაც შეეხება კვების ობიექტებს, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან გაიზარდოს დაშვებულ პირთა რაოდენობა 10-მდე, მოგეხსენებათ აქამდე იყო 6. ღია სივრცეში ეს გაიზრდება 15-მდე. ასევე უქმდება სტუმართა მაქსიმალურ რაოდენობაზე არსებული შეზღუდვა.


რაც შეეხება სოციალურ ღონისძიებებს, იგივე ლოგიკით, დახურულ სივრცეში მაგიდასთან 10 ადამიანი და ღია სივრცეში 15 ადამიანი ერთ მაგდასთან, შესაძლებელი იქნება ამით სოციალური ღონისძიებების გამართვა, როგორიცაა ქორწილი, დაბადების დღე, ქელეხი.


1-ელი მარტიდან უქმდება საკარანტინე სივრცეები, ე.წ კოვიდ სასტუმროები, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებული პროტკოლებიდან გამომდინარე, დღეიდან აღნიშნულ სივრცეებში ინფიცირებულთა შეყვანა შეჩერდება.

ასევე უქმდება თერმოსკრინინგისა და ჟურნალის წარმოების ვალდებულება, უქმდება დეზობარიერის ქონის ვალდებულება და სასტუმროებს მიეცემათ საშუალება ბუფეტის მეშვეობით გაუწიოს თავის სტუმრებს მომსახურება. 


4 მარტიდან დასაშვები იქნება კლუბების ფუნქციონირება და იმ ფართის მხოლოდ 60%-ის ტევადობის გამოყენება შეიძლება, სადაც ღონისძიება იმართება. 15 მარტიდან დაშვებული იქნება კონფერენციების, სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები