საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა | ამინდის პროგნოზი

საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა | ამინდის პროგნოზი

26-09-2024, 09:23 - 2024
1 109
       

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.

meteo.gov.ge - ის თანახმად, დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან  ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დღისით აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში დღისით +24, +29°; მთაში ღამით +9, +14°, დღისით  +22, +27°; მაღალმთაში ღამით +2, +7°, დღისით +15, +20°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღისით უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ნისლი და სეტყვა. დღისით აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში დღისით +20, +25°; მთაში ღამით +5, +10°, დღისით +17, +22°; მაღალმთაში ღამით +3, +8°, დღისით +12, +17°.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები