საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი და თანამშრომლები უკრაინაში რჩებიან.
სამინისტრო მიმართავს უკრაინაში საქართველოს საელჩოს თანამშრომლებს, სურვილის შემთხვევაში, კიევიდან ოჯახის წევრები გამოიყვანონ.
„უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი და თანამშრომლები რჩებიან ადგილზე. ქართველ დიპლომატებს მხოლოდ რეკომენდაცია მიეცათ, სურვილის შემთხვევაში, ოჯახის წევრების გამოყვანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღონ“, - აცხადებენ უწყებაში.
ცნობისთვის, გუშინ ვლადიმერ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა.