უკრაინა კურსკის ოლქში 100-მე მეტ დასახლებას აკონტროლებს

უკრაინა კურსკის ოლქში 100-მე მეტ დასახლებას აკონტროლებს

27-08-2024, 17:58 - 2024
2 405
       

„რუსეთმა კურსკის რაიონში 30 000-მდე სამხედრო მოსამსახურე გადაიყვანა და ეს მაჩვენებელი იზრდება“, - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრ სირსკი კურსკში მიმდინარე ოპერაციაზე საუბრისას. 


მისი თქმით, კურსკის მიმართულებით შეტევითი ოპერაციის ჩატარების ერთ-ერთი ამოცანა სწორედ ეს იყო - მტრის მნიშვნელოვანი ძალების სხვა მიმართულებებიდან გაყვანა.

მისივე თქმით, კურსკის ოლქში ოპერაციის დაწყებიდან უკრაინამ ტყვედ აიყვანა 594 რუსი სამხედრო და აკონტროლებს 100-ზე მეტ დასახლებას, ანუ 1294 კვადრატულ კილომეტრს.

„დღეისთვის ჩვენ ავიღეთ კონტროლი 1294 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიაზე - ეს არის 100 დასახლება... ასევე მნიშვნელოვნად შევავსეთ გაცვლითი ფონდი: დღეს ამ მიმართულებით ტყვედ გვყავს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების 594 სამხედრო მოსამსახურე“, - ამბობს სირსკი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები