ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები რეგიონის საზღვრის გარღვევას ცდილობენ:
„გაჩნდა ინფორმაცია, რომ მტერი ბელგოროდის რეგიონის საზღვრის გარღვევას ცდილობს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვითარება საზღვარზე კვლავ რთულია, მაგრამ კონტროლირებადი. ჩვენი სამხედროები გეგმურ სამუშაოებს ასრულებენ. გთხოვთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და ენდოთ მხოლოდ ოფიციალურ საინფორმაციო წყაროებს“, - წერს გუბერნატორი