უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინა აგრძელებს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარებას.
მისი თქმით, უკრაინამ უკვე შექმნა თავისი პირველი ბალისტიკური რაკეტა.
„რა არის უკრაინის სხვა მოვლენები? მე ვფიქრობდი, რომ ნაადრევი იყო ამაზე საუბარი, მაგრამ... პირველი უკრაინული ბალისტიკური რაკეტის გამოცდა წარმატებული იყო. ვულოცავ ჩვენს სამხედრო ინდუსტრიას“, - აღნიშნა ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე.