უკრაინის საჰაერო ძალების გენერალ-ლეიტენანტ ნიკოლაი ოლეშცუკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებული საჰაერო განგაში, რუსეთიდან უკრაინაში 236 საჰაერო თავდასხმის იარაღით შეტევამ გამოიწვია.
აქედან 102 რაკეტა და 99 უპილოტო საფრენი აპარატი, უკრაინამ მოიგერია.
ოკუპანტებმა გამოიყენეს:
• აერობალისტიკური X-47M2 ტიპის რაკეტა;
• 6 ისკანდერის ტიპის ბალისტიკური რაკეტა;
• 77 ერთეული X-101 ტიპის ფრთოსანი რაკეტა;
• 28 კალიბრის ტიპის ფრთოსანი რაკეტა;
• 3 ფრთოსანი რაკეტა X-22;
• 10 მართვადი საავიაციო რაკეტა X-59/X-69;
• 109 შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი.