ჩინეთის სამხედრო თვითმფრინავი იაპონიის საჰაერო სივრცეში შეიჭრა

ჩინეთის სამხედრო თვითმფრინავი იაპონიის საჰაერო სივრცეში შეიჭრა

26-08-2024, 14:51 - 2024
490
       

იაპონიის თავდაცვის სამინისტროს თქმით, ჩინურმა თვითმფრინავებმა მათი საჰაერო სივრცე დაარღვია, საპასუხოდ კი იაპონიამ ავიაგამანდგურებლები ააფრინა. 


Y-9 მოდელის თვითმფრინავი დანჯოს კუნძულებიდან კიუშუს კუნძულის დასავლეთით ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 11:29 საათიდან 11:31 საათამდე მიფრინავდა. 

სამინისტროს ცნობით, საგარეო საქმეთა ვიცემინისტრმა, მასატაკა ოკანომ ტოკიოში ჩინეთის საელჩოში უფროსი თანამშრომელი დაიბარა, რომელთანაც მკაფიო უკმაყოფილება გამოხატა და ამგვარი დარღვევების აღკვეთა მოსთხოვა.

იაპონიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჩინური სამხედრო თვითმფრინავი იაპონიის საჰაერო სივრცეში შეიჭრა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები