ბელორუსმა უკრაინის საზღვართან სამხედროების მობილიზება მოახდინა

ბელორუსმა უკრაინის საზღვართან სამხედროების მობილიზება მოახდინა

26-08-2024, 14:20 - 2024
291
       

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 25 აგვისტოს განაცხადა, რომ ბელარუსის არმიამ მნიშვნელოვანი რაოდენობის ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის კონცენტრაცია მოახდინა ბელარუს-უკრაინის საზღვარზე. 


უწყება ამბობს, რომ გომელის ოლქში ადგილზე გადატანილია იარაღი, სამხედრო ტექნიკა, მათ შორის ტანკები, არტილერია, საჰაერო თავდაცვის სისტემები. 

უკრაინული მხარის ცნობით, ადგილზე დააფიქსირეს „ვაგნერის“ მებრძოლების ყოფნაც. 

„წვრთნების ჩატარება სასაზღვრო ზონაში და ატომურ ელექტროსადგურთან, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურთან ახლოს, საფრთხეს უქმნის უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას და ზოგადად მსოფლიო უსაფრთხოებას. 

მოვუწოდებთ ბელარუსის რესპუბლიკის ოფიციალურ პირებს, არ დაუშვან ტრაგიკული შეცდომები საკუთარი ქვეყნისთვის მოსკოვისა და მისი შეიარაღებული ძალების ზეწოლის ქვეშ, შეწყვიტონ არამეგობრული ქმედებები და გაიყვანონ ჯარები უკრაინის სახელმწიფო საზღვრიდან იმ მანძილზე, რომელიც აღემატება ბელარუსის რესპუბლიკაში არსებული სახანძრო სისტემების ჩართულობის დიაპაზონს“, - ნათქვამია განცხადებაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები