ციხეების სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი, თამთა დემურიშვილი პოსტიდან გადააყენეს. როგორც ცნობილია, ის მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო ცენტრის ხელმძღვანელად გადაიყვანეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დემურიშვილის შემცვლელად გორის სამხედრო ჰოსპიტლის ყოფილი დირექტორის, მალხაზ ურთმელიძის კანდიდატურა განიხილება.
„ვერაფერს ვერ დაგიდასტურებთ, ტყუილად მირეკავთ მაგ საქმეზე“, - უთხრა „ტვ პირველს“ მალხაზ ურთმელიძემ.
„ტვ პირველთან“ სატელეფონო საუბრისას დემურიშვილი ამბობს, რომ არ იცის განიხილება თუ არა მის შემცვლელად გორის სამხედრო ჰოსპიტლის ყოფილი დირექტორის კანდიდატურა.
აღსანიშნავია ისიც, რომ დემურიშვილის გადაყენების შესახებ გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმაც ისაუბრა და თქვა, რომ დემურიშვილს სჯიან იმის გამო, რომ მის ადვოკატთან, ნიკა გვარამიასთან ფოტო გადაიღო.