სამხრეთ რუსეთში, კურსკის რეგიონში უკრაინის შეტევის მეექვსე დღეს, არსებობს მზარდი მტკიცებულება იმისა, რომ ბრიგადის ნაწილი 2000 კაცი და პლუს მინიმუმ ერთი დამოუკიდებელი 400 კაციანი ბატალიონი ადგილზე დარჩენას გეგმავს.
ამის შესახებ Forbes-ი წერს.
„ფრონტის ხაზის გასწვრივ ან მის მახლობლად პოზიციური ომის მოლოდინში, უკრაინელები სანგრებს ჭრიან. სანგრებს თხრიან რუსებიც.
ის, რომ ორივე მხარე აძლიერებს პოზიციებს, არ ნიშნავს, რომ უკრაინელებმა წინსვლა დაასრულეს. ეს არც იმას ნიშნავს, რომ რუსებს არ შეუძლიათ კონტრშეტევა და უკრაინელების უკან დაბრუნება საზღვრამდე. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ დღის წესრიგშია ფრონტის ხაზის სტაბილიზაცია და კურსკის ნაწილის გრძელვადიანი უკრაინული ოკუპაცია“, - წერს გამოცემა.