„არ ჩანს, რომ პრემიერმინისტრი დაინტერესებული იყოს ურთიერთობის გაგრძელებით“, - ამის შესახებ აშშ-ის სენატორმა ჯინ შაჰინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ საქართველოს დემოკრატიულ მიზნებს ვუჭერდით მხარს, ვუჭერდით მხარს ეკონომიკის განვითარებას, საქართველოს მოქალაქეებს, მათ სურვილებს და იმედგაცრუებას იწვევს ის, რომ პრემიერმინისტრი არ არის დაინტერესებული, ან არ ჩანს რომ დაინტერესებული იყოს ამ ურთიერთობების გაგრძელებით“, - განაცხადა სენატორმა ჯინ შაჰინმა.