ჯინ შაჰინი: ივანიშვილმა შეხვედრაზე უარი განაცხადა

ჯინ შაჰინი: ივანიშვილმა შეხვედრაზე უარი განაცხადა
11-08-2024, 15:30 - 2024
2 593

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი მედიისთვის პრესკონფერენციას მართავენ. 


სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებით, მათი სურვილი იყო, რომ შეხვედროდნენ ბიძინა ივანიშვილს, თუმცა ივანიშვილმა შეხვედრაზე უარი თქვა.

„მოვითხოვეთ ბატონ ივანიშვილთან შეხვედრა და მან უარი თქვა ჩვენთან შეხვედრაზე. მაგრამ ყველაფრის საფუძველზე, რაც ჩვენ აქ მოვისმინეთ, იგი არის ძირითადი გადაწყვეტილების მიმღები ქვეყანაში და იმედგაცრუებას იწვევს, რომ უარი თქვა შეხვედრაზე“, - განაცხადა ჯინ შაჰინმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
სხვა სიახლეები