ისრაელის თავდაცვის ძალებისა და ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ლიბანიდან ისრაელის ქალაქ კირიათ-შმონას მიმართულებით 15-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს.
მათივე ინფორმაციით, რაკეტების უმრავლესობა მოიგერიეს, თუმცა, სულ მცირე ორმა ქალაქს დაარტყა, რამაც ზიანი გამოიწვია.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.