„ეხო კავკაზა“ წერს, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან მოხალისეები განლაგდნენ კურსკის ოლქში, სადაც მეოთხე დღეა საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების შეჭრის მოგერიების მცდელობა გრძელდება.
„დონბასის ველური დივიზიის“ მიერ გავრცელებულ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ უზენაესმა მთავარსარდალმა, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი პუტინი იგულისხმება, კურსკის მხარდაჭერისკენ მოუწოდათ.