გამოცემა The Washington Post ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩევლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობითწერს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში 100 კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებს.
გარდა ამისა, სტატიაში წერია, რომ უკრაინელებმა რამდენიმე ასეული რუსი ჯარისკაცი დაატყვევეს.
ასევე მრჩევლის მტკიცებით, უკრაინელი სამხედროები გაზის სადგურ „სუჯას“ აკონტროლებენ.