Bloomberg: სუჯაში განვითარებული მოვლენების გამო, ევროპაში რუსული გაზი გაძვირდა

Bloomberg: სუჯაში განვითარებული მოვლენების გამო, ევროპაში რუსული გაზი გაძვირდა

8-08-2024, 19:12 - 2024
364
       

გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, ევროპის ქვეყნებში ბუნებრივი აირის ფასი მიმდინარე პერიოდში უმაღლეს ნიშნულზეა. 


ამის მიზეზად კურსკის ოლქში განვითარებული მოვლენები, კერძოდ, უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქ სუჯაში არსებული გაზის გამანაწილებელი სადგურის დაკავება სახელდება. 

სწორედ ამ სადგურზე გადის ყველაზე დიდი სატრანზიტო დერეფანი, რომლიდანაც ბუნებრივი აირი რუსეთიდან ევროპას მიეწოდება.

როგორც Bloomberg-ის სტატიაშია აღნიშნული, გაზით მოვაჭრეები და  კომპანიები სუჯაში მიმდინარე მოვლენებს ფრთხილად აკვირდებიან. 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები