ამერიკული ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ექსპერტები, რომლებმაც გააანალიზეს შეგროვებული მონაცემები, წერენ, რომ უკრაინის ძალებმა კურსკის ოლქის სიღრმეში 10 კილომეტრით წინ წაიწიეს.
მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ 6 და 7 აგვისტოს გამოქვეყნებული გეოლოკაციის კადრები მიუთითებს, რომ უკრაინის ჯავშანტექნიკა საზღვრიდან დაახლოებით 10 კილომეტრის სიღრმეზეა შესული.
ISW-ს თანახმად, კურსკის რეგიონში უკრაინის წინსვლის ამჟამად დადასტურებული მასშტაბები და მდებარეობა მიუთითებს, რომ სამხედროებმა გაარღვიეს სულ მცირე რუსეთის თავდაცვის ორი ხაზი და ერთი საყრდენი პუნქტი.